დავით უსუფაშვილი: "2015 წელს გავცეთ მეტი სიყვარული, უფრო ღირსეულად გავუმკლავდეთ სიხარულსაც და განსაცდელსაც"
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს:
"ახალ წელს გილოცავთ ყველას - ნაცნობს და უცნობს, თანამოაზრეს და ოპონენტს, მართალს და მტყუანს. ახალი 2015 წელი თითოეული ჩვენგანისთვის, განურჩევლად ჩვენი ვინაობისა და რაობისა, ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლის ერთი კონკრეტული მონაკვეთია. გისურვებთ ყველას, ახალ 2015 წელს გავცეთ მეტი სიყვარული, ვიყოთ მეტად თავისუფალნი და უფრო ღირსეულად გავუმკლავდეთ სიხარულსაც და განსაცდელსაც. თუ ამას შევძლებთ, ჩვენთან ერთად ჩვენი სამშობლოც წელში გაიმართება!", - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.