სოზარ სუბარმა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს ახალი წელი მიულოცა

სოზარ სუბარმა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს ახალი წელი მიულოცა

   ქუთაისში,  სასტუმრო ,,მთის ბროლის" ყოფილ შენობაში  აფხაზეთიდან დევნილი  დავით ხეცურიანისამ შვილთან ერთად ცხოვრობს.  რამდენიმე თვის წინ   7 წლის ელზამ, 4 წლის ვარდენმა და 3 წლის  ქეთევანმა  25 წლის დედა დაკარგეს, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. პატარებს  მამა  და ბებია  ზრდიდნენ.  რამდენიმე ხნის    წინ  უბედური შემთხვევის დროს ბავშვების ბებია გარდაიცვალა. 

   საქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდანიძულებითგადაადგილებულპირთა, განსახლებისადალტოლვილთამინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილიდავით ხეცურიანის ოჯახს ესტუმრნენ და ახალი წელი მიულოცეს. 

   დევნილთა და განსახლების სამინისტრომ  ხეცურიანების ოჯახს ბინა გადასცა, სადაც ისინი ნორმალურ პირობებში შესძლებენ ცხოვრებას. 

   გარდა ამისა, კომპანიამ  "ელიტ ელექტრონიქსი" ხეცურიანების ოჯახს წინასაახალწლოდ სარეცხის მანქანა და პლაზმური ტელევიზორი გადასცა. საყოფაცხოვრებო ტექნიკას ხეცურიანების ოჯახი ახალ ბინაში გამოიყენებს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: