საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას ახალ, 2015 წელს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას ახალ, 2015 წელს ულოცავს
ძვირფასო მეგობრებო!
სულ მალე ყველა ერთად შევხვდებით ახალ, 2015 წელს.
გულითადად გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ყველას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმა.
ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ვულოცავ ყველას, ვისაც დღეს განსაკუთრებით სჭირდება ჩვენი თანადგომა.
ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც დაუზოგავად ემსახურებიან სამშობლოს.
ვულოცავ ჩვენს ბავშვებს - შვილებსა და შვილიშვილებს - მათ, ვისთვისაც ყოველდღიურად ვიღწვით.
2014 წელი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ არ ვცხოვრობთ დალხენილად, ამ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით.
ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ჩვენი წინაპართა ოცნებისკენ - ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, კეთილდღეობაზე დამყარებულ საზოგადოებაში.
მომავალ წელს ამ გზას კიდევ უფრო ღირსეულად განვაგრძობთ, საბოლოოდ კი შედეგი თითოეული ჩვენგანის, მთელი ქვეყნის კეთილდღობაზე აისახება.
მჯერა, რომ ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურაში ყველაფერი გვაქვს ამ მიზნის მისაღწევად.
ჩვენ გვაქვს ნიჭი და უნარები და თუ ძალისხმევასაც არ დავიშურებთ, საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, რომელშიც თითოეულს გვექნება შესაძლებლობა ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ოჯახებსა და სამშობლოს.
ჩემო ძვირფასებო!
დაე, 2015 წელმა კეთილდღეობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა მოგიტანოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს; მშვიდობიანი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!