SOS-თურქული ქათამი ქუთაისში-დაბალი ფასი თუ ადამიანის ჯამრთელობა?!.
რა პროდუქტს ყიდულობს საზოგადოება?
ქუთაისის ბაზარზე თურქული ქათამი ისევ გამოჩნდა, ფრინველი რომელიც არ იხარშება და საკვებადაც ვარგისიანი არ არის. დღეს ამ პროდუქტს ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში გამოტანილს უხვად შევხვდებით, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ და დავფიქრდებით, ვნახავთ, რომ ფრინველი, რომელიც უკვე დიდი ხანია ბაზარზე გასაყიდადაა გამოტანილი მიწაზე ან კალათზე, ანდა საერთოდ ბეტონის ნატეხზე განლაგებული საკმაოდ კარგად იყიდება, დაკლული ქათამი რომელიც 2 კილოს იწონის ერთი ცალი 5 ლარი ღირს.
რას ჭამს საზოგადოება ? - არ მოგესმათ - წონის მიუხედავათ თქვენ საშუალება გაქვთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი დაკლული ქათამი არჩიოთ თუნდაც ერთი კილო იყოს ან ორი, მაინც 5 ლარს გადაიხდით.
საინფორმაციო საგენტო ივერიონი-ი ექსკლუზიურად გთავაზობთ შესაბამის ინფორმაციას, რომელიც დიდი შრომის ფასად რამდენიმე საათის წინ მოვიპოვეთ, ჩვენ ვცდილობდით მთელი კვირის განმავლობაში დაკავშირებას აჰმად აბელოვთან, ეს ის ადამიანია ვინც აღნიშნულ ხორცეულ ნაწარმს რეალიზაციას ქუთაისში უწევს და ქუჩაში რეალიზატორების ხელით უხვად ასაღებს, ჩვენ დვუკავშირდით აბელოვს და ვთხოვედ აღნიშნულ პროდუქტზე ინფორმაცია მოეცა.
-საიდან შემოდის ეს პროდუქტი? რატომ იყიდება 2 კილოიანი ფრინველი 5 ლარად, ან რა მოგება აქვს თქვენთვის აღნიშნულ პროდუქტს, დაკლულ გასუფთავებულს რომ წონის მიუხედავად 1 ცალს 5 ლარად ყიდით ? და რამდენად დაცულია საზოგადოება რომელიც ამ ფრინველის ხორცს მიირთმევს?
ამ კითხვების შემდეგ აბელოვმა ივერიონი-ს ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტს ყურმილი პასუხის გაცემის გარეშე დაუკიდა.
ახლა კი აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის უწყებებისთვის მიგვინდია, ვნახოდ რამდენად დაინტერესდება უწყება საკითხით, რომელიც დღეს მეტად აქტუალურია.
აღსანიშნავია, რომ ივერიონის კორესპონდენტს ქალაქში განლაგებულ კალათებზე გასაყიდათ გამოტანილი ფრინველზე ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება თავად რეალიზატორებმა აუკრძალეს, ჩვენ მადლობას ვუხდით იმ ფარმაცეფტულ კომპანიას, რომელმაც იქვე მდებარე მათივე აფთიაქიდან მოგვცეს ფოტოს გადაღების უფლება , ჩვენ გთავაზობთ აღნიშნულ ფოტოებს და დანარჩენი შესაბამისი უწყებებისთვის მიგვინდვია.
დავით ცხვარაძე