ილია მეორე რიყეზე მიმდინარე მშენებლობებს უცნაურს უწოდებს

ილია მეორე რიყეზე მიმდინარე მშენებლობებს უცნაურს უწოდებს

საკვირაო ქადაგებაზე სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღმშენებლობის შესახებ იქადაგა. 

 

„ჩვენ უნდა ავაშენოთ სულიერი ტაძარი ჩვენს გულში. მახსენდება დრო, როდესაც გვინდოდა აშენება ამ წმინდა ტაძრისა. მრავალი სკეპტიკურად იყო განწყობილი და ვერ წარმოედგინა ამ ტაძრის აშენება ისეთი გაჭირვების დროს. ეს ხელთუქმნელი ტაძარია, თითქოს არც გვიშრომია, თავისით აშენდა. ეს კარიბჭეა სასუფევლისა და შემთხვევითი არ არის, რომ ის წმინდა სამების სახელზეა აგებული. ჩვენი სარწმუნოება გამოვლინდა ამ ტაძარში“, - ბრძანა უწმინდესმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რიყეზე მიმდინარე მშენებლობებზე   და მათ უცნაური უწოდა.

 

ილია მეორეს თქმით, საქართველოს მიწა მორწყულია მოწამეების სისხლით, მათ შორის მტკვრის ნაპირი, სადაც უცნაური ქანდაკებები თუ მშენებლობაა. ამ ადგილას ტაძრების მშენებლობა უნდა ხდებოდეს და არა ამ გაურკვეველი ნაგებობების.

 

„წმინდანების სისხლით არის მორწყული და ჩვენ მაგ ადგილზე უნდა გვქონდეს ტაძარი 100 000 მოწამისა“, - აღნიშნა უწმინდესმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: