ილია II: "ის, რასაც სახელმწიფო ეკლესიას აძლევს, მთლიანად სასწავლებლებზე ნაწილდება"
" ის თანხა, რომლითაც ეკლესია სახელმწიფოსგან ფინანსდება, სასულიერო პირების ხელფასებზე არ ნაწილდება". განცხადება ამის შესახებ პატრიარქმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" გააკეთა.
"მე ერთი რამ მინდა ვთქვა – ის, რასაც სახელმწიფო ეკლესიას აძლევს, მთლიანად ნაწილდება სასწავლებლებზე. მარტო 40-მდე საშუალო სკოლაა, თავისი ხელფასებით, მთელი ხარჯებით. უნივერსიტეტებია, ბავშვთა სახლები, მოხუცებულთა სახლები. ის დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს, თითქმის ნახევარსაც არ ჰყოფნის და ვცდილობთ ვიშოვოთ ან ვიღაც შემოგვწირავს და ამას ვუმატებთ. ეს არ ნაწილდება სამღვდელოებაზე. არავითარ ხელაფსებს არ ღებულობენ აქედან", -განაცხადა პატრიარქმა.