კახა სიხარულიძე: "მამა ილიას გადმოსვენებასთან დაკავშირებული პროცედურები თითქმის დასრულებულია"
იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის ინფორმაციით, მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პროცედურა თითქმის დასრულებულია.
"ცხედარი ახლა ქალაქ ბარიშია და იქიდანვე მოხდება გადმოსვენება. მოგეხსენებათ, ასეთ დროს უამრავი იურიდიული პროცედურაა გასავლელი. ეს ყველაფერი ძირითადში უკვე დამთავრებულია. საპატრიარქოც, სახელმწიფოც გვერდით გვიდგას და ყველაფერი დროულად გაკეთდება", - განაცხადა ელჩმა.
გასულ კვირას, ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlanti–ზე ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე.