დევნილთა სამინისტროს 2015 წლის კონკურსისთვის გამოყოფილი ფინანსირების ზღვარი16 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა

დევნილთა სამინისტროს 2015 წლის კონკურსისთვის გამოყოფილი ფინანსირების ზღვარი16 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა

2014 წლის 30 დეკემბერს,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით,  მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ფართების  შესყიდვის თაობაზე  კონკურსის მეორე ეტაპი გამოაცხადა. კონკურსის დასრულების ვადად 2015 წლის 31 იანვარი განისაზღვრა.

სამინისტროს 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან კონკურსისთვის გამოყოფილი  მაქსიმალური ფინანსირების ზღვარი16 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

 კონკურსი ერთდროულად   სამინისტროსა   www.mra.gov.ge  და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  www.procurement.gov.ge   ოფიციალური ელექტრონული გვერდების საშუალებით გამოცხადდა.

 საკონკურსო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულად  გამოვლინდა შპს "სახლი დიღომში"-ს საკონკურსო წინადადება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: