ეკა ბესელია:"სამართლებრივი რეგულაციები, ცვლის პატიმართა უფლებებს, მათი მოპყრობის წესებს"
"პატიმრობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეხმაურება.
"მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები, არა მარტო სახელწოდებას ცვლის, არამედ ცვლის პატიმართა უფლებებს, მათი მოპყრობის წესებს, ასევე დანაშაულის აღკვეთის საშუალებების გამოყენების წესებს, პირობებს და ა.შ. ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც პირველი ეტაპის დროს ვერ მოესწრო და იყო დაგეგმილი რეფორმის მეორე ეტაპზე. ამიტომ ამით ჩვენ დავასრულებთ, პრაქტიკულად რეფორმის ამ პროცესს და უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად ყველა იყოს ჩართული და ვისაც აინტერესებს, ამ საკითხზე თავისი მოსაზრებები და წინადადებები მოგვაწოდოს",-აცხადებს ბესელია.