ანა ნაცვლიშვილი: "იმედი მაქვს, ისეთ კოდექსს მივიღებთ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება"
"პატიმრობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება.
"გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ იყო ერთერთი მოსაზრება, რომ დამატებული ყოფილიყო ელექტროშოკი, როგორც სპეციალური საშუალება. მაშინ ჩვენ წერილობითი დასკვნაც მივაწოდეთ სამინისტროს, რის შემდეგაც სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ გადაწყვიტეს აღარ ყოფილიყო დამატებული სპეციალური საშუალება ელექტროშოკი, სწორედ იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ უარყოფითი მოსაზრება.
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ჩვენი მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული და მივიღებთ ისეთ კოდექსს, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან",-აცხადებს ნაცვლიშვილი.