ზვიად ქორიძე: "ამ პროცესში საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ჯგუფი უნდა იქნას ჩართული"
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ე.წ. "უდოს" კომისიის გაუქმების იდეას მიესალმება.
"ეს პროცესი იქნება მიმართული იქითკენ, რომ კიდევ უფრო ლიბერალური გახდეს მიდგომა მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტად პრიორიტეტული იქნება ერთის მხრივ მსჯავრდებულთა ინტერესები და მეორეს მხრივ - საზოგადოების ინტერესები. ამ პროცესში საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ჯგუფი უნდა იქნას ჩართული," - განაცხადა ზვიად ქორიძემ.