გიორგი თავდგირიძე: "სამხედროების მიმართ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება"!

გიორგი თავდგირიძე: "სამხედროების მიმართ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება"!

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უკვე მერამდენე დღეა საუბრობენ იმაზე, რომ სამხედროების დაკავების ფაქტი ხელს შეუშლის საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას. 

 

"ივერიონმა" ამ საკითხზე კომენტარი სამხედრო ექსპერტს, გიორგი თავდგირიძეს სთხოვა. როგორც "ივერიონთან" საუბრისას გიორგი თავდგირიძემ განაცხადა: "ეს უბრალოდ პოლიტიკური განცახდებაა და რეალობას არ შეესაბამება, რადგან იმ პირებს რომლებიც დაკავებული იყვნენ, ჰქონდათ და აქვთ სასამართლოს გზით საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების საშუალება.

 

ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე პრობლემა იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ ასეთი რამ პოლიტიკური მოტივებით განხორციელდება და ახლანდელი ხელისუფლება რომელიმე სამხედროს პოლიტიკურ დევნას დაიწყებს, რაც ჯერჯერობით არ იკვეთება. ასე რომ, შემიძლია გითხრათ: "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადება რეალურ სურათს არ ასახავს".     

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: