ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება
7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში, ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება.
ალილოს თეატრალიზებული სახე ექნება. მსვლელობაში მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას, კონკასთან მონაწილეთა ჯგუფი საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავთ და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. აქ ერთი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც ალილოს მონაწილეებს ტბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები შობის პარაკლისს გადაიხდიან.