"სამხრეთ ოსეთის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ იზოლაცია საშინელებაა"

"სამხრეთ ოსეთის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ იზოლაცია საშინელებაა"

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ტელეკომპანია "ნოვოროსიას" ეთერში 4 იანვარს გადაიცა ანალიტიკური პროგრამა "სიმართლის გზა", რომლის სტუდიაში "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ალექსანდრე კოფმანმა ისაუბრა. მან ტელემაყურებელს თავისი შთაბეჭდილება გაუზიარა ცხინვალში "ვიზიტის" შესახებაც.
გთავაზობთ მინისტრის მოყოლილ ამბებს სამხრეთ ოსეთის თაობაზე (შემოკლებით):
"პოტენციურად ჩვენ სამხრეთ ოსეთზე უფრო ძლიერები ვართ, მათზე მდიდრები ვართ ბუნებრივი რესურსებითაც. სამხრეთ ოსეთში პრაქტიკულად არაფერია, გარდა შთამბეჭდავი სილამაზის მქონე მთებისა და სუფთა ჰაერისა. ოსებს რაიმე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრე არ აქვთ. ჩვენ სამხრეთ ოსეთის მაგალითზე დავინახეთ, რომ იზოლაცია საშინელებაა. ცხინვალში რუსეთიდან მხოლოდ ერთადერთი გზით - როკის ხეობით  თუ მოხვდები, რაც ძალზე მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქციის იმპორტის თვალსაზრისით. რუსეთში მძიმედ ავადმყოფების გაყვანაც კი შეუძლებელი ხდება ხოლმე... თუმცა მოსახლეობა უკვე მიჩვეულია სიძნელეებს. იქაური ბიჭები მზად არიან საბრძოლველად და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე არც ფიქრობენ".

"Новороссия თV" (უკრაინა//დონეცკი), 4 იანვარი, 2015 წელი
http://novorossiatv.com/publikacii/put-pravdy/04-01-15-put-pravdy-aleksandr-kofman.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: