რას აპროტესტებს ადგილობრივი მცხოვრებლები და ვის ადანაშაულებენ ისინი?

რას აპროტესტებს ადგილობრივი მცხოვრებლები და ვის ადანაშაულებენ  ისინი?

   ავტოსაგზაო შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე და ხმაური მოსახლეობის მხრიდან,  რას აპროტესტებს ადგილობრივი მცხოვრებლები და ვის ადანაშაულებენ  ისინი. 

 

   ავტოსაგზაო შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მე 15 საჯარო სკოლასთან ახლოს რამდენიმე  წუთის წინ მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი ხანდაზმულ ქალბატონს  ციალა ზაქარეიშვილს  დაეჯახა. დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია, საჭესთან მჯდომი   კი ადგილიდან მიიმალა.  

აღნიშნულ ინფორმაციას "აილამას" შენობაში შესახლებული დევნილები  "ივერიონთან"  საუბრისას ადასტურებენ, ისინი ამბობენ, რომ საჭესთან ქალი იჯდა, როდესაც ხანდაზმულ ქალბატონს დაარტა,  შეეშინდა და მიიმალა. 

   შეგახსენებთ: მოქალაქების ინფორმაციით მათ ქუჩაზე ფეხით გადასვლა უჭირთ, ამავე ქუჩაზე კი ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ადგილობრივებმა რამდნეიმე  დღის წინ ქუთაისის მერიას თხოვნიდ მიმართეს, იყო მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო აქციებიც, ისინი აღნიშნულ ქუჩაზე, კერძოდ ახალგაზრდობის პარკიდან ვაკისუბნის დასახლებამდე რამდენიმე ლითონის წინაღობისა და შუქნიშნების დამონტაჟებას მოითხოვენ, ამბობენ, რომ ქუჩაზე არ არის არც ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი, ასფალტის ნაგებობა  კი მაშინ დახაზეს, როცა პასილოკის ბოლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

შეგახსენებთ : ავარიის შედეგმა  თაბუკაშვილის ქუჩაზე  ხმაურის ფონზე ჩაიარა, გაკეთდა მოსახლეობის მხრიდან განცხადებებიც, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 9სტილი დაცულია)

   -"საშინელ დღეში ვართ, ყურადღებას არავინ გვაქცევს, ქუთაისის მერიას რამდეჯნერმე თხოვნით, მუდარით, მივმართეთ, მაგრამ ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს, შესახვედრად მისულიც კი არ მიგვიღეს, არც მოგვისმინეს , რა ვქნათ როგორ მოვიქცეთ ? რისთვის მოვიყვანეთ ეს მთავრობა? თაბუკშვილის  ქუჩაზე არ არის გაჩერება, სადაც დაველოდებით ტრანსპორტს, მივმართავთ ბატონ შოთა მურღულიას, თუმცა მერამდენედ , ერთხელ არ დაინტერესდა ჩვენი ბედით , ერთხელ არ მოვიდა და არ ნახა არსებული ქუჩა.

 ჩვენი რას მოვითხოვთ ნეტა ასეთს ?  მაჟორიტარი კი მკვდარია ჩვენთვის, გევედრებით ხალხნო, დაგვეხმარეთ!  უნდა ვუყუროთ ჩვენი შვილები როგორ იხოცებიან?  ადამიანები არა ხართ? ამ ქუჩაზე ფრინავს ავტომობილები, აქვე  არის ბაღი, სადაც გვიწევს ყოველ დღე გადასვლა , გვეშინია რამდენი ავარია მსხვერპლით დასრულდა,  აგერ ახლა ქალი კინაღამ მოკლა მანქანამ , ვიდეო კონტროლის,  რამდენიმე ლითონის წინაღობის და შუქნიშნის გაკეთებას ვითხოვთ, ამ მოთხოვნაში კი დღემდე 6 ადამიანი დავკარგეთ, მათ შორის ერთი ფეხმძიმე,  მაგრამ ვინ გაქცევს ყურადღებას, მთავარია თვითონ თბილად არიან და მათი შვილები ფეხით არ  გადაადგილდებიან  ჩვენსავით,"-   ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნანა ..................

   ცნობისთვის: ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ რომ სავალ გზაზე ლითონის წინაღობის გაკეთება შეუძლებელია, რაც შეეხება შუქნიშნებსა და სანიშნე ნიშნებს  უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

   ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას დამხარებას ვერ გაუწევს , რადგან როგორც თავად თვითმმართველობაში  აცხადებენ  ლითონის წინაღობის გაკეთება არსებულ ქუჩაზე უბრალოდ შეუძლებელია.

დავით ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: