უჩა ნანუაშვილი: "ვულოცავ სომეხ თანამოქალაქეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს"

უჩა ნანუაშვილი: "ვულოცავ სომეხ თანამოქალაქეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს"

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას ულოცავს, რომელსაც სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს.

"საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ჩვენს ერებს შორის არსებული კეთილმეზობლური დამოკიდებულების საქმეში. ვულოცავ სომეხ თანამოქალაქეებს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და მათ ოჯახებს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ!" - ნათქვამია ომბუდსმენის მილოცვაში.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: