საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, შეიქმნა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, შეიქმნა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო.
საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ და მოახდენს კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები.
აღნიშნულ საბჭოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში კი შედიან- საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.
უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, 6 იანვარს 16.00 საათზე გაიმართება.