გიორგი მღებრიშვილი:" პრეტენზიები, რაც ჩვენამდე მოვიდა, ჩვენ მიერ გათვალისწინებული იყო"
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი "პატიმრობის კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს ეხმაურება.
"პირველი, ვის წინაშეც წარვსდეგით ჩვენ ამ კანონპროექტის პრეზენტაციით იყვნენ არასამთავრობოები. მას შემდეგ ჩვენ დავურიგეთ ყველას კანონპროექტი და მივეცით ვადა იმისთვის, რომ თავისი შენიშვნები გამოეთქვათ. მინდა , გითხრათ, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" მსგავსი სახის პრეტენზია არ მოსულა ჩვენთან.
ის პრეტენზიები, რაც ჩვენამდე მოვიდა, ჩვენ მიერ გათვალისწინებული იყო და შეგახსენებთ, ერთერთს, ყველაზე მთავარს, რომელიც ეხებოდა ელექტროშოკის გამოყენებას.
მე ასევე გამიკვირდა სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომლებისგან გაკეთებული განცხადებებიც",-განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
შეგახსენებთ, "საიას" თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "საიას" აქვს გარკვეული შენიშვნები პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში წარადგენენ.