ნოდარ ხადური: "მომავალი წელი ჩვენ უკვე სამ პროცენტზე გვაქვს დაგეგმილი"
"მომავალი წელი ჩვენ უკვე სამ პროცენტზე გვაქვს დაგეგმილი", - განცხადება ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
"არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, 2014 წლის განმავლობაში არ გაუზრდია მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა იმდენად, რომ ამას გამოეწვია ლარის გაცვლითი კურსის რყევა.
წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 3,9 -პროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ გადავაჭარბეთ ბიუჯეტს, ბიუჯეტის დეფიციტი არის გაცილებით ნაკლები. მომავალი წელი ჩვენ უკვე სამ პროცენტზე გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა ხადურმა.