გია ვოლსკი: "ბიძინა ივანიშვილი მუშაობის გაგრძელებას "საზოგადოება 2030"-ში გეგმავს"
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას "საზოგადოება 2030"-ში გეგმავს.
"თემები, რაზეც საზოგადოებრივი ორგანიზაცია 2030 მუშაობს, საქართველოს განვითარებისთვის საკმაოდ ყურადსაღები და თვალსაჩინოა. ის სექტორი, რაშიც ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქმიანობას, საკმაოდ მნიშვნელოვანია და დამატებით პოლიტიკური ფუნქციის შეძენის არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. არსებობს საკმაოდ ამბიციური გეგმა, საკმაოდ გამჭვირვალე, მედიისთვის კარგად ნაცნობ თემებზე, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი პოლიტიკური ფუნქციის შეძენას ბიძინა ივანიშვილისთვის", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.