რევაზ ნადოი: "ზურაბ ჟვანიას ცხედარს ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა"

რევაზ ნადოი: "ზურაბ ჟვანიას ცხედარს ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა"

პროკურორმა რევაზ ნადოიმ  საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს მისი გაგუდვის ეჭვის არსებობიდან გამომდინარე ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, როდესაც ასეთი ეჭვი არსებობს, ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ბალზამირების პროცესი არ უნდა ჩატარდეს. 

"ბრალდებული ჩაჩუა ჩვენებებში ადასტურებდა, რომ ჟვანიას და უსუპოვის გვამების დათვალიერებისას პროცესს მასთან ერთად ესწრებოდნენ სანიტრები. დღეს დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება და არც ცოდნა და არც ვალდებულება არ ჰქონდა დაეთვალიერებინა გვამები და დაეფიქსირებინა საეჭვო უბნები. ასევე მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა უფლება განესაზღვრა ესა თუ ის უბანი იყო თუ არა დაზიანებული. მან განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ ბრალდებულ ჩაჩუას მოვალეობა და პრეროგატივა. მოწმემ ისიც განმარტა, რომ მან შეასრულა მხოლოდ ტექნიკური სახის მოქმედებები, კერძოდ, გვამის გაკვეთა, თავის ქალის ტრეპანაცია და გვამის მოწესრიგება, ანუ გაკერვა. სხვა დაზიანებების დათვალიერების განსაზღვრა კი იყო მხოლოდ ექსპერტის მოვალეობა", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: