ეკა ბესელია: "საინტერესო იქნება მოვისმინოთ აღმასრულებელი ხელისუფლების არგუმენტები"
დეპუტატებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სურთ მიიღონ დეტალური ინფორმაცია, მათი უწყებების მიერ როგორ სრულდება ის ვალდებულებები და რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშებში არის მოხვედრილი.
"საინტერესო იქნება მოვისმინოთ ამ პრეტენზიების საპირწონედ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების არგუმენტები, ყველა ის წუხილი, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს თავის ანგარიშში, იქნება პასუხგაცემული, მათ შორის საქმეების გამოძიების დაჩქარების და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით," - აღნიშნა ეკა ბესელია.