ლაშა კილაძე საყდრისის გარადჩენის კომიტეტის წევრისთვის კონტრაქტის შეწყვეტაზე საუბრობს
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი საყდრისის გარადჩენის კომიტეტის ერთ-ერთი წევრისთვის, ნინო ბურჭულაძისათვის კონტრაქტის შეწყვეტაზე საუბრობს.
"ახალი საშტატო განრიგის ფარგლებში პოზიცია, რომელიც ქალბატონ ნინოს ეჭირა, კერძოდ გენერალური დირექტორის მრჩეველი მასმედიასთან ურთიერთობის თემაში, გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, კონტრაქტი, რომელიც დამთავრდა 31 დეკემბერს, ჩემი გადაწყვეტილებით აღარ იქნა გაგრძელებული," - აცხადებს ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე.
ცნობისათვის, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძე სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლო მიზეზად პოლიტიკურ დევნას ასახელებს.