დევნილების გამოსახლება უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს

დევნილების გამოსახლება უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს

დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების კოალიციამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მათი განცხადებით, დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია უახლოეს მომავალში სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება და წარუდგენს საკუთარ ხედვას დევნილების ობიექტებიდან უმტკივნეულოდ გამოყვანის შესახებ. 

 

კოალიცია ობიექტებიდან დევნილების ძალით გამოსახლებას ეწინააღმდეგება და ამიტომ ეცდება  ხელი  შეუწყოს სამინისტროს პროცესის დიალოგის რეჟიმში წარმართვას.

"თუ სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვენ მიერ შეთავაზებულ პროგრამას გაითვალისიწინებს, ჩვენ უშუალოდ ჩავერთვებით სამუშაო პროცესში", - განაცხადა ლელა გულედანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: