თედო ჯაფარიძე:"საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს "
"საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ხელს შეუწყობს უწყებების უფრო ეფექტურ მუშაობას" - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საბჭოს პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"ჩემი აზრით, საგარეო მიმართულება, საგარეო პოლიტიკა სწორედ ის პროცესია, სადაც ჩვენ გვჭირდება მეტი კოორდინაცია, მეტი შეთანხმება, მეტი დებატები და დისკუსიები", - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო პრემიერის გადაწყვეტილებით დღეს შეიქმნა.