პრემიერი და ბავშვები "ყინულის დედოფალზე" (ვიდეო)
შობის დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს "ყინულის დედოფალზე" ეპატიჟება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუ თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრებიან.
სპექტაკლის დაწყებამდე კი პრემიერი და მისი მეუღლე სტუმრებს თბილისის "ივენთ ჰოლში" უმასპინძლებენ.