რეორგანიზაცია თუ ანგარიშსწორება?!.

რეორგანიზაცია თუ ანგარიშსწორება?!.

   "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" აწ უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ყოფილი მრჩეველი ნინო ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

   -"ძალიან კარგი რომ როგორც იქნა გავიგე ჩემი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი,, ჩემს ( უკვე ყოფილ) დირექტორს იმდენად მოერიდა ჩემთვის პირში მოეხალა, უსაქმურს და არაპროფესიონალს ჩემს გვერდით რა გინდაო, რომ ისევ ორაზროვნად, სამ აზროვნად მაინც საყდრისის თემაზე მინიშნება არჩია, ამ გულისხმიერებისთვის მადლობას ვუხდი,, მე დარწმუნებული ვარ რომ ცენტრი ეხლა პროფესიონალების ხელშია და მის აყვავებას და ქართული ნარკოლოგია- ფსიქიატრიის ფლაგმანად ქცევას( როგორც ადრე იყო) აღარაფერი უშლის ხელს.

   ისე თუ არაპროფესიონალიზმზეა საუბარი, გენერალური დირექტორიც( და ზოგიერთი სხვაც) სახლშია გასაშვები რადგან მე არაპროფესიონალს, უფრო მეტი მესმის და გამოცდილება მაქვს ნარკოლოგიაში ვიდრე მათ:))))).

   პ.ს თქვენი რბილად რომ ვთქვათ სამარცხვინო კომენტარის შემდეგ, ისღა დამრჩენია, ბატონო დირექტორო გითხრათ- ცენტრს მიხედეთ, ,, ცენტრს.."( სტილი დაცულია)

 

   "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე კი  აცხადებს, რომ გათავისუფლება მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვას უკავშირდება. მისივე თქმით არანაირ პოლიტიკურ გათავისუფლებაზე საუბარი და რეორგანიზაციის შედეგად საბოლოო ჯამში, დაახლოებით 20-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: