ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე დავით ჯინჭარაძე დააკავა.

 

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა, რომ მსჯავრდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ

შეწყალების კომისიის წევრებს გადასცემდა 5 000 ლარს. რის შედეგადაც, მსჯავრდებული გათავისუფლდებოდა დარჩენილი მოსახდელი სასჯელისგან. აღნიშნულ თანხას დავით ჯინჭარაძე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: