ირაკლი ალასანია: "ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი მძიმე დანაშაულია"

ირაკლი ალასანია: "ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი მძიმე დანაშაულია"

ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" სახელით ფრანგ ხალხს უსამძიმრებს:

"თავისუფალი დემოკრატების" სახელით მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ჟურნალისტების და სამართალდამცავების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს მისი ყველა გამოვლინებით. "Charlie Hebdo" რედაქციაზე მომხდარი თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო. ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი მძიმე დანაშაულია. ქართველი ხალხი, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ, ისევე როგორც ჩვენი სამხედროები საერთაშორისო მისიებში. კიდევ ერთხელ დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: