ვახტანგ ხმალაძე: "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია"
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ამიტომ მხოლოდ სამართალმცოდნეობა საკმარისი არ არის, ეს ერთ-ერთი პირობა უნდა იყოს, თუმცა სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ჯურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.
"არც კი მსმენია, რომ რაიმე ჯგუფურ განხილვას ჰქონოდა ადგილი. ცხადია, ცალ-ცალკე ყველა ფიქრობს, მათ შორის მეც, თუმცა ერთ კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ამიტომ მხოლოდ კარგი სამართალმცოდნეობა საკმარისი არ არის. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს, თუმცა სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. მოკლედ, დიმიტრი გელოვანი გვყავს მოსაძებნი", - განაცხადა ხმალაძემ.