თედო ჯაფარიძე: "განხორციელებული ტერაქტი თითოეული ადამიანის წინააღმდეგ იყო მიმართული"
განხორციელებული ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ადამიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ გააკეთა.
"შეძრწუნებული ვარ პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განხორციელებული ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ადამიანის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან დემოკრატიის პრინციპები და ფასეულობები, მათ შორის, სიტყვისა და პრესის თავისუფლება არის უზენაესი, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.
მინდა, გამოვხატო ჩემი და სრულიად საქართველოს თანადგომა ფრანგი ხალხის მიმართ, რომელიც ყოველთვის მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას.
მინდა, კიდევ ერთხელ, მივუსამძიმრო ჩემი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით უბედური შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საფრანგეთს.je suis charlie"... მე დღეს შარლი ვარ!", - აღნიშნულია ჯაფარიძის წერილში.