დავით ნარმანია: "მთავარია, რომ ქალაქი გეგმაზომიერად განვავითაროთ"
თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა. რომელიც ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას ეხება.
"მშენებლობები ვერ გაჩერდება. ქალაქს სჭირდება განვითარება. მთავარია, რომ სწორი პოლიტიკით და გეგმაზომიერად განვავითაროთ ქალაქი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.