საგანგებო თათბირი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში

საგანგებო თათბირი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში

   ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს.

 

   "ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები გუდაური - ფასანაურის მიმართულებით. მოძრაობა აღდგენილია მლეთიდან გუდაურამდე. საგანგებო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ ჯვრის უღელტეხილზე დარჩენილი ორი ლატვიელი ტურისტის დასახმარებლად. სტიქიის ზონებში მყოფი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და პირველადი მოხმარების საგნებით.

   სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეებს ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეუძლიათ, სტიქიის ზონებში შექმნილ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და დარეკონ შემდეგ ნომრებზე:

 

   3229909002355; 3229909002366 +995 577113331; +995 599550466" - ნათქვამია განცხადებაში.

 

   სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი გუდაურში იმყოფება და ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას. მისი გადაწყვეტილებით, გუდაურსა და სტეფანწმინდაში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები.

 

   სუჯაშვილი საგანგებო თათბირს მართავს, რომელსაც ესწრებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, მოადგილე გიორგი კობერიძე; კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი; გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების; ენერგეტიკის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: