გაიოზ თალაკვაძე: "სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამიერიდან საოჯახო ტექნიკას სარეიტინგო ქულად არ ჩაუთვლიან"
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამიერიდან საოჯახო ტექნიკას სარეიტინგო ქულად არ ჩაუთვლიან. როგორ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გაიოზ თალაკვაძის ცნობით, სარეიტინგო ქულის მინიჭება მხოლოდ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდება.
"ცვლილებები, რაც მთავრობაზე მივიღეთ.. იქ წერია, რომ საოჯახო ტექნიკა საერთოდ არ არის სარეიტინგო ქულასთან მიმართებაში რელევანტური, საერთოდ არ მოხდება მისი დათვლა. ამით, სოციალური აგენტის სუბიექტური ფაქტორები თითქმის ყველა ამოვარდა და ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრნდობით მოხდება სარეიტინგო ქულების მინიჭება",-განაცხადა გაიოზ თალაკვაძემ.
აღნიშნული მეთოდოლოგია სრულყოფილად 3 თვეში ამოქმედდება.
"რეორგანიზაცია უკვე მიმდინარეობს, ახლა გვაქვს მეორე ეტაპი, რეგიონებზე გადავედით. შემდეგი მესამე ეტაპი იქნება ცენტრალური აპარატის დამატებითი რეორგანიზაცია და რაიონულ დონეებზე შემდეგ გადავალთ. ახალი შეფასების კრიტერიუმი 3 თვიანი ტესტირების რეჟიმში არის, ამ პერიოდში უნდა მოხდეს თანამშრომლების გადამზადება, ადმინისტრირების ყველა საკითხის მოგვარებაც და 3 თვის შემდეგ რეალურ რეჟიმში გადავა მთლიანად",- აღნიშნა თალაკვაძემ.