დავით ნარმანია: "სახელმწიფო შესყიდვების გეგმით, ჩვენ ძალიან ბევრი ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ"

დავით ნარმანია: "სახელმწიფო შესყიდვების გეგმით, ჩვენ ძალიან ბევრი ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ"

 თბილისის მერიისა და "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ორგანიზებით, ქალაქის მერი დავით ნარმანია და მთავრობის წევრები  ბიზნესმენებს შეხვდნენ. განცხადებას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.


მათი განცხადებით, მერიის მხრიდან წარმოდგენილი იყო 2014 წლის ანგარიში და 2015 წლის გეგმებისა და განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია.

შეხვედრას სხვადასხვა სფეროში მომუშავე 75 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

დავით ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო 2015 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებსა და ბიზნესსექტორისთვის საინტერესო ინიციატივებზე.

 

ნარმანიას განმარტებით,  თბილისის მთავრობა დაინტერესებულ კომპანიებს საინვესტიციო პროგრამებში მონაწილეობას შესთავაზებს.

"თბილისის მერიას 2015 წლისთვის სხვადასხვა მიმართულებასთან  დაკავშირებით აქვს ინიციატივები, რომელთა გაცნობა ბიზნესმენებისთვის საინტერესო იქნება. სახელმწიფო შესყიდვების გეგმით, რაც 2015 წლის ბიუჯეტიდან გამომდინარეობს, ჩვენ ძალიან ბევრი ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ, სადაც კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. იქნება ტენდერები პროექტირებასთან დაკავშირებით, იქნება ასევე რამდენიმე ინტერესთა გამოხატვა, მათ შორის ნარჩენების გადამუშავებასთან და მრავალსართულიანი პარკირების სისტემების მშენებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" მართავს შეხვედრათა ციკლს - "ბიზნეს-დიალოგები მთავრობასთან".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: