სანდრო ბრეგაძე:"პირადად მე მზად ვარ ყველაფერი შევწირო ჩვენი რწმენისა და სამშობლოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლას!"
კიდევ უფრო გამძაფრდება აქტიური, ბინძური და კარგად დაფინანსებული ბრძოლა მართლმადიდებლობის, ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. აღნიშნულ კომენტარს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დიასპორის საკითხებში სანდრო ბრეგაძე facebook-ის პირად გვერდზე აკეთებს.
"სიტუაცია რთულია და მარტივად ამოსახსნელი. დაიწყო და კიდევ უფრო გამძაფრდება აქტიური, ბინძური და კარგად დაფინანსებული ბრძოლა მართლმადიდებლობის, ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. პირადად მე მზად ვარ ამ ყოველივეს შევეწინააღმდეგო და ყველაფერი (კარიერა, პოლიტიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა.შ.) შევწირო ჩვენი რწმენისა და სამშობლოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლას. თქვენ???" - წერს ბრეგაძე.