რას ახსენებენ ლეიბორისტები ვახტანგ ხმალაძეს?

რას ახსენებენ ლეიბორისტები ვახტანგ ხმალაძეს?

   ვახტანგ ხმალაძის განცხადებას "მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი საარჩევნო სისტემაა" "ლეიბორისტული პარტიის" ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი ეხმიანება და ამბობს:

 

   -"თვითმართველობის კანონის განხილვისას, შარშან, "ლეიბორისტულ პარტიას" რამდენიმე საკანონდებლო ინიციატივა გვქონდა, მათ შორის იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაც. არგუმენტაცია დამაჯერებელი იყო, ევროპული ქვეყნების გამოცდილების მაგალითებით. ერთ-ერთ სხდომას ბატონი ვახტან ხმალაძეც ესწრებოდა. მაშინ პირადად მას მივმართე, ბატონო ვახტანგ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, არჩევენების წინ თქვენი ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ლაპარაკობდა და იმედია თუნდაც მისი ხათრით მაინც დაგვიჭერთ ამაში მხარს თქო. მაგის იმედი არ გქონდეთო-მიპასუხა. სხვათაშორის, იქ დამსწრე არასაპარალამენტო ოპოზიციამაც (ყველა ესწრებოდა) ჩვენი ინიციატივა არ ჩათვალა განხილვის ღირსად. ახლა იგივე პარტიები და იგივე ხალხი ხმამაღლა მოითხოვს იგივეს, რასაც ჩვენ წლების წინ ვითხოვეთ და არა მხოლოდ საქართველოში. ამაზე შალვა ნათელაშვილმა ამერიკაში და ევროპაში ყოფნის დროსაც დააყენა საკითხი. კარგია, რომ ამაზე დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ალაპარაკდა, მაჟორიტარული სისტემა პოლიტიკის ხორცმეტია და აუცილებლად გასაუქმებელია, მაგრამ კარგი იქნება გაიხსენონ რომ ეს ჩვენი, ლეიბორისტების წინადადება იყო და აღიარონ, რომ პოლიტიკურ პროცესებს ბევრად ადრე ვჭვრეტთ. მაჟორიტარული სისტემის გარდა კიდევ რამდენიმე ინიციატივაა, რომლის გარეშეც არჩევნების ჩატარებას უბრალოდ აზრი არ აქვს. ვიმედოვნებ, რომ ამასაც აღიარებენ პარტიები და ერთად შევცვლით საარჩევნო გარემოს. ექსკლუზივზე ამბიცია არ გვაქვს, მთავრია საქმე გაკეთდეს"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: