გიგლა აგულაშვილი:-"ორდერის არქონა შესაძლოა, სასამართლოში მუდმივი დავის საგანი გახდეს"
საკანონმდებლო ინიციტივას, რომლის თანახმად, გამომძიებელს გადაუდებელი აუცილებლის შემთხვევაში ორდერის გარეშე შეეძლება ჩხრეკის ჩატარება არ ეთანხმება ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" წევრი გიგლა აგულაშვილი. მისი თქმით ეს პროცესი სასამართლოში ლეგიტიმური გასაჩივრების საფუძველი გახდება.
-"ყველა შემთხვევაში, უმჯობესია მოტივირებული, დასაბუთებული დადგენილების არსებობა იმისთვის, რომ შემდგომში ამ ქმედების სასამართლოში ლეგიტიმური გასაჩივრების საფუძვლები არსებობდეს" - აცხადებს აგულაშვილი.