რატომ გაუჯიუტდა აუდიტორებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი?

რატომ გაუჯიუტდა აუდიტორებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი?

   ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო აუდიტმა სამთვიანი მუშაობა ისე დაასრულა, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობის ავ-კარგიანობაზე დასკვნა ვერ დადო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აუდიტორებს მუნიციპალიტეტმა მოთხოვნილი ფინანსური საბუთები ვერ მისცა."_ ამის შესახებ განცხადებას ლეიბორისტული პარტიიდან გარდაბნის საკრებულოს წევრი, ნინო მეტრეველი აკეთებს.

 

   -,,ადრეც განვაცხადე, რომ გარდაბნის რაიონში სახელმწიფო აუდიტი 2007 წლიდან არ ჩატარებულა და დღემდე არავინ იცის რა ქონების მფლობელია მუნიციპალიტეტი, ან როგორ და სად იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. სექტემბრიდან იქ სახლმწიფო აუდიტი იყო შესული, მაგრამ შემოწმების შედეგები ვერ დაიდო, რადგან აუდიტორებს მუნიციპალიტეტის მესვეურებმა შესაბამისი საბუთები ვერ მიაწოდეს. ვერ იპოვეს, არ იპოვეს, თუ უბრალოდ არ არსებობს, ეს უბრალოდ, გაუგებარია. დასკვანში წერია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბუღალტრული აღრიცხვა 2007 წლიდან არ არის ნაწარმოები.

   ამჯერად მხოლო 2012-2013 წლები იქნა შესწავლილი. ადრეული პერიოდიც რომ შესწავლილიყო, ალბათ საერთოდ კოშმარი იქნებოდა. ნაციონალური მოძრაობის ზეობისას რომ განუკითხაობა იყო, ეს ცნობილია და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, მაგრამ 2013 წელს უკვე ,,ქართული ოცნება" იყო ხელისუფლებაში და გამოჩნდა, რომ ისინიც ისევე უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ, როგორც მათი წინამორბედები. 

   კურიოზულად საინტერესო დასკვნა დადო დახელმწიფო აუდიტმა: ,,აუდიტის ობიექტის ფინანსური საქმიანობა შეფასდა არადამაკმაყოფილებალდ. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ფინანსური ანგარიშგება, არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა: ანალიზური და სინთეზური აღრიცხვის დოკუმენტები, ბრუნვათა უწყისები, მთავარი წიგნი, რის გამოც მასშტაბის შეზღუდვის გავლენა აუდიტზე სავსებითი და ყოვლისმომცველია. აუდიტის ჯგუფმა საკამარისი და აუდიტორული მტკიცებულებები აუდიტის ობიექტზე ვერ მოიპოვა, რის გამოც გამოთქვავს მოსაზრებას ,,უარი დასკვნის გაცემაზე".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: