ირაკლი ღარიბაშვილი:"ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ"
დღეს ქართველი ხალხი დაა საქართველოს ხელისუფლება ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, სოლიდარობის აქციის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანება მნიშვნელოვანი და სწორი გამოსავალია.
"ჩვენ ჩამოვედით, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვეხატა ფრანგი ხალხისადმი. საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი მხარდაჭერა გამოგვიცხადა საფრანგეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დროს. დღეს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით," - აღნიშნა ღარიბაშვილმა.