თბილისის მერია ბენეფიციარებს ლილოში კაპიტალური თავშესაფრის მშენებლობის დასრულებისთანავე გადაიყვანს

თბილისის მერია ბენეფიციარებს ლილოში კაპიტალური თავშესაფრის მშენებლობის დასრულებისთანავე გადაიყვანს

   თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა მოსკოვის პროსპექტზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები მოინახულეს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

   ამ დროისთვის თავშესაფარში 220-მდე მიუსაფარი ათევს ღამეს. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი კვებით, სამედიცინო მომსახურებითა და გათბობით.

ადგილზე მოწყობილია მედპუნქტი, სადაც 24-საათიან რეჟიმში "ქურთის საავადმყოფოს" ექიმები მორიგეობენ. მედპუნქტი პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებითა და მედიკამენტებით სრულად არის აღჭურვილი.

   თავშესაფრის ოპერირებას საქველმოქმედო ფონდი "კათარზისი" ახორციელებს. მოქმედებს სამზარეულო, მოწყობილია საპირფარეშოები და აბანო. კონტროლდება სანიტარული მდგომარეობა.

   ადგილზე სისტემატურად მორიგეობენ თბილისის მერიის, თავდაცვის სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

   თბილისის მერის განცხადებით, ბენეფიციარები დროებით თავშესაფარში მანამდე იცხოვრებენ, ვიდრე ახალი, კაპიტალური თავშესაფრის მშენებლობა დასრულდება.

   - "ახალი თავშესაფრის მშენებლობის დასრულებამდე, ბენეფიციარებს, ისევე, როგორც შარშან, აქ ვემსახურებით. თავშესაფარში მათთვის ყველა აუციელბელი პირობაა შექმნილი - სამედიცინო მომსახურება, გათბობა, კვება და ა.შ. თავშესაფრის ადმინისტრირებას თბილისის მერია ახორციელებს, შესაბამისად, სისტემატურად ვამარაგებთ ყველა იმ საჭირო ნივთითა და ინვენტარით, რაც ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად აუცილებელია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

   თბილისის მერია ბენეფიციარებს ლილოში კაპიტალური თავშესაფრის მშენებლობის დასრულებისთანავე გადაიყვანს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: