დავით კერესელიძე: "პარიზში გამართული სოლიდარობის მარში უპრეცენდენტო კონსოლიდაციის დემონსტრირება იყო"

დავით კერესელიძე: "პარიზში გამართული სოლიდარობის მარში  უპრეცენდენტო კონსოლიდაციის დემონსტრირება იყო"

ეს იყო პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ბარბაროსული აქტი, რომელიც ადასტურებს რადიკალური იდეოლოგიის საფრთხის სერიოზულობას. აღნიშნულზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ისაუბრა.

 

 მისი თქმით, პარიზში გამართული სოლიდარობის მარში  უპრეცენდენტო კონსოლიდაციის დემონსტრირება იყო

"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. ეს იყო პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ბარბაროსული აქტი, რომელიც ადასტურებს რადიკალური იდეოლოგიის საფრთხეების სერიოზულობას. ტერორიზმის და რადიკალური ექსპტრემიზმის წინააღმდეგ გამართულმა მასშტაბურმა მილიონიანმა მარშმა ერთად შეკრა საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს იყო უპრეცედენტო მსოფლიო კონსოლიდაციის დემონსტრირება, რომელსაც საქართველოც უერთდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას მთელი დემოკრატიული სამყაროს მიმართ", - განაცხადა დავით კერესელიძემ.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: