უახლოვდება თუ არა საქართველოს ტერორიზმის საფრთხე
"საქართველოს ტერორიზმის საფრთხე უახლოვდება, მსოფლიო სპეცსამსახურებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ ინფორმაცია, რომ იწყება მასშტაბური შეტევა. აქედან გამომდინარე, თვით ჰესბოლაც კი საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდის. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალიან სერიოზული ყურადღება მიაქციოს ამ საფრთხეებს და პრევენციული ღონისძიებები გაატაროს. _ აცხადებს "ქრონიკასთან" საუბარში მამუკა არეშიძე.
თუ რამ შეიძლება პირველ რიგში მიიქციოს ტერორისტების ყურადღება, მამუკა არეშიძის თქმით, პირველ რიგში უმთავრესი საფრთხე საქართველოში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობებია. აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაახლოებით 40 ათასი ადამიანი უჭერს მხარს ისლამისტურ ფრონტს, მათი უმეტესობა კი აზერბაიჯანში ცხხოვრობს, აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, 350 კაცი იბრძვის ერაყსა და სირიაში.