დავით კერესელიძე:"წლიურ ანგარიშში თავი მოიყარა მართლაც მნიშვნელოვანმა და საინტერესო ინფორმაციამ"

დავით კერესელიძე:"წლიურ ანგარიშში თავი მოიყარა მართლაც მნიშვნელოვანმა და საინტერესო ინფორმაციამ"

  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2014 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაციას 16 იანვარს გამართავს.


"უკვე მეორე წელია ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა უწყების საქმიანობის თაობაზე ბეჭდვური ანგარიშის გამოცემა. 2014 წელი მართლაც მნიშვნელოვანი წელი გახლდათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. შესაბამისად, წლიურ ანგარიშში თავი მოიყარა მართლაც მნიშვნელოვანმა და საინტერესო ინფორმაციამ", - განაცხადა კერესელიძემ.

 

 წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე მიწვეული არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: