გოგა ხაინდრავა: რელიგიური ტერორიზმი მსოფლიოს უგუნური პოლიტიკის შედეგია
"გაუგებარია ცივილიზებულ სამყაროს მსგავსი სახიფათო ძალის ჩამოყალიბება როგორ გამორჩა. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ვიღაცეებმა დაუშვეს კიდეც. ფრანგულმა გამოცემამ უდანაშაულო მოსახლეობა საფრთხეში ჩააგდო. ეს ცეცხლთან თამაში იყო, რითიც მთელ მსოფლიოს შეუქმნა საფრთხე. მეტიც, მათ ქმედებებს უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ბუნებრივია, ადამიანის კვლას არაფერი ამართლებს. ეს რელიგიური ტერორიზმია, რომელსაც მსოფლიომ თავისი უგუნური თუ პოლიტიკური თამაშებით ხელი შეუწყო. ტერორისტები ციდან ხომ არ ჩამოფრინდნენ? ე.ი. მათ იარაღი დიდი სახელმწიფოებიდან მოსდით. კონიუნქტურულმა თამაშებმა ეს ნაყოფი გამოიღო და დღეს მასთან საბრძოლველად ძალების მობილიზაციაა საჭირო. ცალ-ცალკე სახელმწიფოები უძლურნი იქნებიან".- აცხადებს "კვირის პალიტრასთან" გოგა ხაინდრავა.