სოსო მანჯავიძე:" ამ ამბავს ძალიან შორსმიმავალი შედეგები მოყვება"
თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე საფრანგეთში გამართულ მშვიდობიან მანიფესტაციას facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
"ფრანგები შარშან მილიონიან მარშებს ტრადიციული ღირებულებების დასაცავად აწყობდნენ. წელს მილიონიანი მარში იმ ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ ეწყობა,ვინც სწორედ ამ ღირებულელების შეურაცხყოფას შეეწირა. ამ ისტორიამ ფსევდოლიბერალების საერთაშორისო ქსელის კოორდინირებული მუშაობით გამაკვირვა. გზავნილი ერთია,მკრეხელობა და ღვთისგმობა გმირულ მოქმედებად გამოაცხადონ,ხოლო ისინი,ვინც ხმას ამოიღებენ ამის წინააღმდეგ,ტერორიზმის მხარდამჭერებად. ამ ამბავს ძალიან შორსმიმავალი შედეგები მოყვება,დაახლოებით ისეთი,როგორც 11 სექტემბერს."