გოგი ლორთქიფანიძე:-"საჭიროა საქართველომ დროულად გაიაზროს ეს პროცესები და სწორი დასკვნები გამოიტანოს"

გოგი ლორთქიფანიძე:-"საჭიროა საქართველომ დროულად გაიაზროს ეს პროცესები და სწორი დასკვნები გამოიტანოს"

   საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს "სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ცენტრის" დამფუძნებელი გოგი ლორთქიფანიძე ეხმიანება და საკმაოდ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

 

   -"საფრანგეთის მოვლენებს ორი სახე აქვს. პირველი სახე - ემოციური და ასე ვთქვათ საჯარო მოხმარების. მეორე კი კულუარებს მიღმა, ცივილიზაციებს, სპეცსამსახურებს და კორპორაციებს შორის მიმდინარე ორთაბძოლის სახე.

   ის რაც ჩანს ზედაპირზე და რის განხილვაშიც ჩაერთო ფართო საზოგადოება ეს არის უტრირებული და ემოციების ამოფრქვევაზე ორიენტირებული იდეოლოგიური მანქანის მუშაობის შედეგი, რისი მეშვეობითაც არის მცდელობა (საკმაოდ წარმატებულიც) საკითხი გადაიყვანონ, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის თავისუფლების და რელიგიური ტერორიზმის დაპირისპირების ასპექტში. გათვლა სწორია და საზოგადოებამაც უპირობოდ მიიღო თამაშის ეს წესები.

   ამ თამაშს ორი პირობითი მონაწილე ყავას, რომელთა მეშვეობითაც ხდება პროცესების მართვა: ზღვარს გადასული, ფანატიზმს მიახლოვებული ლიბერალური იდეოლოგია და უკვე კარგად ჩამოყალიბებული და სტრუქტურირებული რელიგიური ფანატიზმი. მარტივად, რომ ვთქვათ რაც ალხანა ის ჩალხანა.

   არიან მომხრეები პოზიციის, რომ სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის ფორმებს არანაირი შეზღვუდა (არც კანონით) არ უნდა ქონდეს; არსებობს პოზიცია, რომ შენმმა გამოხატვის ფორმებმა არ უნდა შეურაწყოს სხვისი რელიგიური გრძნობები და ა.შ. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია. ამ შემთხვევავაში კამათს და დისკუსიას აზრი არა აქვს. ორი განსხვავებული მსოფლმხედველობა ეკამათება ერთმანეთს, მხარეებს აქვთ თავიანთი ჩამოყალიბებული შეხედულებები და აქ კომპრომისი არ არსებობს. მიდის გაუთავებილი დისკუსია დისკუსიისათვის და ბოლოს ყველა თანხმდება რომ ტერორიზმი არის დასაგმობი და მსოფლიოც გამოდის პარიზის ქუჩებში სოლიდარობის მარშზე. ეს არის ამ მოვლენის ხილული სახე. 

   მეორე სახე ეს არის ორთბძოლა მსოფლიოს ახალი წესრიგის დამყარების და ახალი ბაზრებზე წვდომისათვის. არ არსებობს არცერთი რელიგიურ-ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არ შექმნილა აშშ-ის, რუსეთის ან ევროპული სპეცსამსახურების გადაწყვეტილების, მათი ფინანსური და ტექნიკური დახმარების გარეშე. ყოველ მათგანს თავის დროზე ქონდა თავისი ლოკალური და დროის განსაზღვრულ მომენტზე ორიენტირებული ფუნქცია, მაგრამ ამ განსაზღვრული მომენტის შემდეგ მათზე კონტროლი თანდათან სუსტდებოდა ან საერთოდ გადიოდა კონტროლიდან. აქედან გამომდინარე არსებული სიტუაცია შექმნილია, იმართება ან რიგ შემთხვევებში უკვე ვეღარ იმართება წამყავნი სპეცსამსახურების, კორპორაციების და კორუმპირებული პოლიტიკური ელიტების მიერ. 

   ამ თამაშების მონაწილეები და დამკვეთები კარგად ხვდებიან, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, რადგან მსოფლიო შეიძლება დადგეს უმართავი პროცესების წინაშე. ამიტომ საჭიროა ქმედება, რიგ შემთხვევაში ეს ქმედება შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეულიც.

   პარიზის მოვლენებმა პეპლის ეფექტის ფუნქცია შეასრულეს, პროცესები დაიძრა... უკვე თებერვალში დაიგეგმა აშშ-ში წარმომადგენლობითი შეხვედრა მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ეს შეხვედრა უნდა გახდეს დასაწყისი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები კარდინალური ცვლილებების. თუ აშშ-ი მოხდება შეთანხმება მხარეებს შორის, ეს იქნება ახალი მსოფლიო წესრიგის დაბადების დასაწყისი, თავის თანმდევი სტრესებით და შობის ტკივილებით, რაც მოიტანს უსაფრთხოების ახალ სისტემებს, ბაზრების გადანაწილების დასარულს და ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების შეცვლას. მოკლედ, დამთავრდა წყნარი ცხოვრება და დიდი ცვლილებების ეპოქაში შევდივართ.

   და სწორედ, ეხლა არის საჭირო საქართველომ დროულად გაიაზროს ეს პროცესები და სწორი დასკვნები გამოიტანოს მიმდინარე მოვლენებიდან. სწრაფი და ენერგიული ცვლილებებია საჭირო დრომოჭმული, ბოლშევიკური პოლიტიკური სისტემის და სახელმწიფო ინსტიტუტების შესაცვლელად, წინააღმდეგ შემთხვევავში ისევ დიდი ხნით ჩამოვრჩებით უკვე დაძრულ გეოპოლიტიკურ პროცესებს და მუდმივად ვიდგებით გატეხილი გობის წინაშე".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: