ლია ელიავა: მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება

ლია ელიავა: მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლია ელიავა ლარის კურსის დასტაბილურებას არ ელის. ექსპერტი ამბობს, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება ვინაიდან, ამ ეტაპზე ქვეყანას არ გააჩნია ბერკეტი რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. 

" ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ კომერციულ ბანკებს შორის სპეკულაციურ გარიგებებს ადგილი არ აქვს, რომ ეს გარიგებები მათ მიერ მკაცრად კონტროლდება. მაგრამ იმავე ეროვნული ბანკის განცხადებით, კომერციულ ბანკებს აქთ შესაძლებლობა არ გამოიყენონ ის საკორესპოდენტო ანგარიშები როლებიც გახსნილი აქვთ ეროვნულ ბანკში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი გარკვეულწილად მოკლებულია შესაძლებლობას, გააკონტროლოს სავალუტო ბირჟაზე დადებული გარიგებები, ეს არის ნამდვილი გარიგებები თუ ფიქტიური, მართლაც ხდება მათზე ფულის გადარიცხვა თუ ეს ანგარიშსწორება საერთოდ არ ხდება. ანუ ჩვენ შეგვიძლია დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ადგილი აქვს  სავალუტო სპეკულაციებს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს ასეულობით მილიონ ლარს სესხის სახით, რომელიც ეკონომიკაში ნამდვილად არ ხვდება. ამიტომ დიდი ალბათობით ეს თანხა გამოიყენება სავალუტო სპეკულაციებისთვის"- აცხადებს ლია ელიავა. მისივე თქმით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ საქართველოში ლარის კურსის ჩამოყალიბებას  ზურგს არ უმაგრებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.

" ეს არის წმინდა სპეკულაციური და კომერციული ბანკების საჭიროებისათვის არსებული გარიგებების შედეგად ჩამოყალიბებული კურსი. ამიტომაც ლარი პერიოდულად  უფასურდება. როდესაც რომელიმე კომერციულ ბანკს დასჭირდება უცხოური ვალუტა, მას ბაზარზე გამოაქვს დიდი  ოდენობით ლარი, რომელიც აუფასურებს ლარის კურსს. ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს იმ პროცესებს, რომელიც ლარის კურსზე ახდენენ ზეგავლენას."

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: