"სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

"სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახური წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ.

მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურეებს, რომლებიც სისტემაში 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდნენ, მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო ან სპეციალური წოდება და აქვთ ძალოვან უწყებებში ნამსახურობის არანაკლებ 15-წლიანი სტაჟი, 2020 წლამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში მუშაობის ვადა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის, ნამსახურობის 20-წლიან ვადაში ჩაეთვლებათ.


გარდა ამისა, ცვლილებები შედის "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში, რომლის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს და პენიტენციური დაწესებულების სოციალურ განყოფილების მოსამსახურეს, კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მას აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის 10 წლის სტაჟი პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: