ნინო კალანდაძე: "დღესდღეობით მსოფლიოს ტერორიზმზე დიდი მტერი არ ჰყავს!"

ნინო კალანდაძე: "დღესდღეობით მსოფლიოს ტერორიზმზე დიდი მტერი არ ჰყავს!"

  ეს იყო თავისუფალი  სამყაროს ფუნდამენტურ მონაპოვარზე მასშტაბური ხასიათის შეტევა. აღნიშნულზე  საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პარიზში მომხდარი ფაქტი ცალკეულ გამომცემლობებზე თავდასხმა არ იყო.

"დღევანდელი თანამედროვე სამყაოსთვის დიდი გამოწვევაა, თუ როგორ გაუმკლავდება ამ პრობლემას და რამდენად შეძლებს ბალანსის დაცვას სიტყვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების ზომებს შორის. იმედი მაქვს რომ ამ ზღვარის დაცვა მოხდება ისე, რომ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს, ვინაიდან ჩვენ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ, ისეთ დათმობაზე წასვლა არ მოგვიწევს, როგორცი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა", - აღნიშნა კალანდაძემ.

კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ის სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმის საფრთხეს სრულიად აცნობიერებს და იმასაც, რომ მსოფლიოს ტერორიზმზე დიდი მტერია არ ჰყავს.

"საქართველო ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში ყოველთვის იქნება. საქართველო ის სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმის საფრთხეს სრულად აცნობიერებს და იმას, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ტერორიზმზე დიდი მტერი არ ჰყავს. რაც შეეხება საკითხს - არის თუ არა ჩვენი ხელისუფლების რეაქცია ადეკვატური, რიტორიკის თვალსაზრისით ნამდვილად არის. მე მივესალმები იმას, რომ საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობა პარიზში ჩავიდა და მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო. რაც ტრადიციულ პრობლემად რჩება, არის ის თუ როგორ ეკიდება რეალურად ჩვენი ხელისუფლება ისეთ ფაქტებს, როგორიც არის რადიკალიზმი და აგრესია. აქ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ორაზროვან დამოკიდებულებასთან და ორმაგ სტანდარტებტან  გვაქვს საქმე.  ერთის მხრივ სიტყვით ვგმობთ ტერორიზმს და მეორეს მხრივ რადიკალური ქმედებების გარკვეული წახალისება ხდება. კონკრეტულად არის რელიგიური ნიშნით მუსლიმების შევიწროების ფაქტები და ამ ფაქტების სათანადოდ გამოძიება არ მომხდარა. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა, რადგან ეს არის აგრესიისა და რადიკალური ქმედებების ტოლფასი. ხშირ შემთხვევაში ეს არის ის, რამაც შეიძლება რადიკალური ქმედებების საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს", - განაცხადა კალანდაძემ.


შეგახსენებთ, რომ პარიზში სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" რედაქციაზე ტერორისული თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: